რატომ უჭირთ მეოთხეკლასელ
მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტების გაგება - გააზრება?
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში.
ხათუნა ბაღაშვილი
სსიპ. ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2018-2019 სასწავლო წელი
სარჩევი
1.
შესავალი
------------------------------------------------------------------- 3
1.1
მიზანი
1.2
ამოცანები
2.
ლიტერატურული
მიმოხილვა
----------------------------------------------- 5
3.
კვლევის
დიზაინი
------------------------------------------------------------ 6
3.1
საკვლევი საკითხები
3.2
სამიზნე ჯგუფი
3.3
კვლევის მეთოდები
3.4
მონაცემთა ანალიზი
3.5
ქმედებები/ინტერვენციები
4.
ქმედებების/ ინტერვენციების შეფასების ანალიზი
---------------------- 18
5.
დასკვნა --------------------------------------------------------------------- 23
6.
ბიბლიოგრაფია ---------------------------------------------------------------- 25
7.
დანართი ----------------------------------------------------------------------- 25
1.
შესავალი
ბავშვის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან
იწყება. კითხვა ეხმარება მას სამყაროს შეცნობაში. დაწყებით საფეხურზე მოსწავლე უკვე
ეცნობა როგორც მხატვრულ, ისე საინფორმაციო ხასიათის ტექსტებს.
თემის აქტუალობა: კითხვის უნარი, რომელიც ერთ-ერთი მთავარია საბაზო უნარებს
შორის,მოსწავლეს ჩამოყალიბებული აქვს დაწყებით საფეხურზე, იგიდაუფლებულია
კითხვის ტექნიკას და იწყებს კითხვას სწავლისა და გააზრებისათვის. როგორც ცნობილია,
წაკითხულის გააზრება არის აზროვნების აქტიური პროცესი. მთავარია, მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან
აზრის გამოტანა, საკუთარ გონებაში წარმოდგენების კონსტრუირება და იმის გაცნობიერება,
თუ რას ეუბნება ავტორი მკითხველს. გაგება-გააზრება კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე
კომპონენტია.
საქართველოში 2016 წელს ჩატარებულმა წიგნიერების
საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების მეოთხეკლასელთა 14%-ს მინიმალურ დონეზეც არ აქვს განვითარებული კითხვისა და
წაკითხულის გააზრების უნარები.
როგორც ირკვევა,
ბოლო ხანებში წარმატების მაჩვენებელი რამდენიმე ერთეულით გაიზარდა, თუმცა კარგი შედეგის
მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა გვმართებს.
კვლევის განხორციელება გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა, რომ
ჩემს კლასში მოსწავლეები შედარებით მარტივად
იაზრებდნენ მხატვრულ ტექსტებს, საინფორმაციო - შემეცნებითი ტექსტების გაგება-გააზრება
კი რთული იყო მათთვის. არადა, ამ ტიპის ტექსტების კითხვა-გააზრების როლი მნიშვნელოვანია
სხვადასხვა საგნის სწავლებშიც. მე მიზნად დავისახე ამ პრობლემის
გამომწვევი მიზეზებისა და გადაჭრის გზების ძიება, რაც დამეხმარებოდა საგნობრივი კომპეტენციის
ამაღლებაში, ასევე მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად
და საღად მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბებაში.პრობლემის იდენტიფიცირებისათვის
ჩავატარე სადიაგნოსტიკო ტესტირება. მას შემდეგ,
რაც გამოვკვეთე პრობლემა,და დავიწყე ფიქრი ამ პრობლემის
გამომწვევმიზეზებზე. მე გავეცანი ინფორმაციული ტექსტის ძირითად მახასიათებლებს და მის
გააზრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების
პრობლემები მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
·
მწირი
ლექსიკური მარაგი;
·
გამართული
კითხვის დეფიციტი;
·
მკითხველისათვის
უცნობი საკითხავი თემა;
·
ტექსტის
სირთულე;
·
კითხვის
ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
·
ინფორმაციის
გადამუშავების,დახარისხების, დაჯგუფების, შედარების, მსგავსება-განსხვავების
პრობლემები;
·
სუსტი
ვერბალური მსჯელობა.
ამის შემდეგ შევადგინე ანკეტა მოსწავლეთათვის, კითხვარი
მშობელთათვის. ამ ანკეტებისა და კითხვარის შედეგების ანალიზის შემდეგ კვლევაში ჩავრთე ბიბლიოთეკარი და ჩავწერე
მასთან ინტერვიუ, ყველა ჩემი განხორციელებული აქტივობა დამეხმარა პრობლემის მიზეზების გამოკვეთაში და ბიძგი მომცა გადაჭრის გზების
ძიებისკენ.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება.
ამოცანები:
ü
სადიაგნისტიკო ტესტირება მეოთხეკლასელთათვის;
ü
სამიზნე ჯგუფის შექმნა;
ü
მეოთხეკლასელ
მოსწავლეთა ანკეტირება;
ü
მეოთხეკლასელთა
მშობლების გამოკითხვა;
ü
ინტერვიუ
ბიბლიოთეკართან;
ü
მონაცემთა
შეგროვება და ანალიზი;
ü
პრობლემის
გადაჭრის გზების ძიება;
ü
მინილექცია;
ü
კლასში
წიგნიერი გარემოს შექმნა;
ü
ინდივიდუალურად,
წყვილებში, ჯგუფებში საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა G-PRIED-ის მეთოდებით;
ü
განმეორებითი
დიაგნოსტიკა;
ü
შედეგების
პრეზენტაცია.
2.ლიტერატურის მიმოხილვა.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ
G-PRIED - ის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებულში ვკითხულობთ, რომ ტექსტის
გაგება არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების წაკითხვას. მაშინაც კი, თუ მკითხველი ავტომატურად
შიფრავს ორთოგრაფიულ ხატს, იგი გამთლიანებული, კონკრეტული აზრის ჩამოყალიბებას მაინც
ვერ ახერხებს. კითხვა გააზრების გარეშე კითხვა არაა. წაკითხვა და გააზრება მჭიდროდ გადაჯაჭვული პროცესებია და ერთდროულად მიმდინარეობს. პატარა მკითხველთათვის
კი ეს პროცესები ასეთი მკაფიო და თავისთავადი სულაც არ არის და მათგან დიდ ძალისხმევას
მოითხოვს.კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გაგება-გააზრება, ანუ წაკითხულიდან
აზრის გამოტანაა. გაგება-გააზრება ნებელობითი, აქტიური დაინტერაქტიული მეთოდია. არსებობს
გაგება-გააზრების სხვადასხვა დონე: სიტყვასიტყვითი, ანალიტიკური და შეფასებითი. მკითხველი
იაზრებს ტექსტში მოცემულ ექსპლიციდურ, ფაქტობრივ ინფორმაციას და ასევე იმპლიციდურ,
ტექსტში დაფარული სახით არსებულ ინფორმაციას. კითხვის დროს ბავშვის გონებაში რამოდენიმე
,,პროცესორი’’ მუშაობს სინქრონულად: ანბანური/ორთოგრაფიული პროცესორი, ფონოლოგიური
პროცესორი, სემანტიკური (გრამატიკული) პროცესორი, კონტექსური პროცესორი. გაწაფული მკითხველის
გონებაში ეს პროცესორები სწრაფად და ხარისხიანად მუშაობენ და გააზრებისათვის საუკეთესო
წინაპირობას ქმნიან.
გაგება-გააზრებასა
და ლექსიკურ მარაგს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ის ბავშვები, რომელთაც მეტი სიტყვა
იციან, უკეთ იგებენ ტექსტს. გარდა ამისა, მათ უნდა შეძლოს სიტყვების ლოგიკური ურთიერთდაკავშირება
და გამთლიანება. ამიტომ, ბავშვები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.
სამწუხაროდ, წაკითხული
ტექსტების სიმრავლე არ განაპირობებს გაგება-გააზრების გაუმჯობესების ხარისხს. გააზრების
უნარ-ჩვევებს შევსება, გამდიდრება, გაძლიერება და უწყვეტი გადახალისება სჭირდება. აღსანიშნავია,
რომ სხვადასხვა ტიპის ტექსტს გააზრების განსხვავებული სტრატეგიები მიესადაგება. ასე
რომ ,გაგება-გააზრების ათვისება ხანგრძლივი პროცესია, გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე
და დამოკიდებულია წაკითხული ტექსტის ტიპზე, სიღრმესა და დიაპაზონზე. [1]
ინტერნეტგაზეთში ,,kutaisipost.ge” გავეცანი სტატიას
PIRLS-ის მიერ საქართველოში 2016 წელს ჩატარებული კვლევის შესახებ. ამ კვლევის მიზანი
იყო შეეფასებინა 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი და ის ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენს წიგნიერებაზე. კვლევაში ჩართული იყო საქართველოს 200-მდე
სკოლა, 6 ათასამდე მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, დირექტორი. ავტორი საუბრობს საგანგაშო ციფრზე - მოსწავლეთა
14 % წაკითხულის გააზრება მინიმალურ დონეზეც არ შეუძლია, ხოლო წაკითხულის გააზრებას
უმაღლეს საფეხურზე მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს.
მაღალ საფეხურზეა
მოსწავლეთა 22% ;
საშუალო საფეხურზე
- 36% ;
დაბალ საფეხურზე
- 26% ;
კრიტიკულ ზღვარზე
- 14% [2]
ვინაიდან კვლევის ჩატარება დავგეგმე IV კლასში, გავეცანი მათ ასაკობრივ
თავისებურებებს. ამაში დამეხმარა ,,სადამრიგებლო საათის პროგრამა I – IV კლასების მოსწავლეთათვის“. როგორც ავტორი აღნიშნავს,
მეოთხეკლასელებს უკვე შეუძლიათ საკუთარი უნარების და შესაძლებლობების გაცნობიერება
და მათზე მსჯელობა. ამ ასაკში ბავშვები ჯერ კიდევ გულღიად საუბრობენ. ამ ეტაპზე მასწავლებელს
შეუძლია მათზე ზეგავლენის მოხდენა ღირებულებების ფორმირებისა და პრობლემების გადაჭრის
ფორმების ათვისების კუთხით. [3]
3.კვლევის დიზაინი
საკვლევი საკითხები:
ü
დავადგინო
მოსწავლეთა საგნობრივი კომპეტენციის დონე მიმდინარე პერიოდში;
ü
გამოვიკვლიო
რომელი ჟანრის ტექსტებსიაზრებენმეოთხეკლასელები უკეთ;
ü
განვსაზღვრო
საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების სირთულეები;
ü
დავადგინო
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზები;
ü
განვსაზღვრო,
რომელი მეთოდის გამოყენებით შეძლებენ მეოთხეკლასელები საინფორმაციო ტექსტების უკეთ
გააზრებას.
სამიზნე ჯგუფი:
·
IV კლასის 21 მოსწავლე;
·
ამავე კლასის მოსწავლეთა 21 მშობელი;
·
სკოლის ბიბლიოთეკარი;
კვლევის მეთოდები:
აღნიშნულ კვლევაში
გამოყენებული იყო რაოდენობრივი ანალიზიდან ანკეტა მოსწავლეთათვის, კითხვარი მშობელთათვის,
ხოლო თვისობრივი ანალიზიდან - ინტერვიუ ბიბლიოთეკართან.
მონაცემთა ანალიზი:
პრობლემის გამოსაკვეთად მოსწავლეებს ჩავუტარე ქსელში
ჩართულ ბუკებში სადიაგნოსტიკო ტესტირებები
(თხრობითი ტექსტის გააზრება და საინფორმაციო ტექსტის გააზრება). ტექსტები მოვიძიე G-PRIED-ის ვებ-გვერდზე, სამუშაო მასალებში. ტესტირებაში მონაწილეობა
მიიღო 21 მოსწავლემ. თხრობითი ტექსტის გაგება, საინფორმაციო ტექსტთან შედარებით ბევრად
გაუმარტივდათ ბავშვებს. შედეგები ასე გადანაწილდა:
თხრობითი ტექსტის გააზრებაში 21 მოსწავლიდან 10 მოსწავლეს ექვსივე კითხვაზე სწორად
ჰქონდა პასუხი გაცემული, 8 მოსწავლეს ჰქონდა 5 სწორი პასუხი, ხოლო 3 მოსწავლეს 4 სწორი
პასუხი. საინფორმაციო ტექსტის გააზრებაში შედეგები ასე გადანაწილდა ( მაქსიმალური ქულათა
რაოდენობა აქაც იყო 6.):
6 სწორი პასუხი -
5 მოსწავლე.
5 სწორი პასუხი -
6 მოსწავლე.
4 სწორი პასუხი -
5 მოსწავლე.
3 სწორი პასუხი -
4 მოსწავლე.
2 სწორი პასუხი -
1 მოსწავლე.
კვლევაში გამოყენებული მქონდა მოსწავლეთათვის სადიაგნოსტიკო
ანკეტა (იხ. დანართი 1.). პირველ კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად კითხულობენ კლასგარეშე
ლიტერატურას, პასუხი გასცა ყველამ. აქედან 1 მოსწავლე კითხულობს ყოველდღიურად, 8 მოსწავლე
კითხულობს ხშირად, ხოლო 12 მოსწავლე - იშვიათად(იხ. წრიული დიაგრამა 1). მეორე კითხვის პასუხებში დაფიქსირდა,
რომ კლასში კითხულობს 8 მოსწავლე, ბიბლიოთეკაში კითხულობს 2 მოსწავლე, სახლში - 11,
ხოლო ციფრულ წიგნებს არც ერთი მოსწავლე არ კითხულობს ( იხ.წრიული დიაგრამა2). მხატვრული
ტექსტები ძალიან მოსწონს 10 მოსწავლეს, საშუალოდ - 10 მოსწავლეს, არ მოსწონს 1 მოსწავლეს
(იხ.წრიული დიაგრამა 3). საინფორმაციო ხასითის ტექსტები ძალიან მოსწონს 3მოსწავლეს,
საშუალოდ - 7 მოსწავლეს, არ მოსწონს 11 მოსწავლეს (იხ. წრიული დიაგრამა 4). საინფორმაციო ტექსტის გასააზრებლად
ერთხელ წაკითხვა ყოფნის 3 მოსწავლეს, ორჯერ - სამჯერ წაკითხვა სჭირდება 10 მოსწავლეს,
ხოლო ოთხჯერ - ხუთჯერ კითხულობს 8 მოსწავლე ( იხ. წრიული დიაგრამა 5). კითხვაზე,დღეში თუ რამდენ ხანს უთმობენ ისინი კლასგარეშე წიგნების
კითხვას, ერთ საათს კითხულობს 10 მოსწავლე, ერთ საათზე ნაკლებს კითხულობს 13მოსწავლე,
ხოლო ერთ საათზე მეტს კითხულობს 7 მოსწავლე ( იხ. წრიული დიაგრამა 6). ტექსტში უცნობი
სიტყვების შეხვედრისას 6 მოსწავლე აგრძელებს კითხვას, 2 - პოულობს განმარტებას, ხოლო
13 მოსწავლე ეკითხება განმარტებას უფროსს ( იხ.წრიული დიაგრამა 7).
წრიული დიაგრამა
3. მოგწონთ თუ არა მხატვრული ტექსტები?
კვლევაში გამოყენებული მქონდა კითხვარი მშობელთათვის
(იხ. დანართი 2). კითხვარი შეავსო 21 მშობელმა. პირველ კითხვაზე, აქვთ თუ არა სახლში
ბიბლიოთეკა, 2-მა მშობელმა დაწერა, რომ ჰქონდათ დიდი ბიბლიოთეკა, 10 - ს აქვს მცირე
ბიბლიოთეკა, ხოლო 9-ს არ აქვს სახლში ბიბლიოთკა ( იხ. სვეტოვანი დიაგრამა 1). მშობლის
თქმით, სისტემატურად კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობს 1 მოსწავლე, ხშირად - 8, ხოლო
იშვიათად - 12 ( იხ. სვეტოვანი დიაგრამა 2). ხალისით კითხულობს მხატვრულ ტექსტებს
18 მოსწავლე, ინფორმაციულს - 2 მოსწავლე, ორივეს - 1 მოსწავლე (იხ. სვეტოვანი დიაგრამა 3). შვილთან ერთად წაკითხულის ირგვლივ ყოველთვის
მსჯელობს 7 მშობელი, იშვიათად - 11 მშობელი, ვერ ახერხებს - 3 მშობელი იხ. სვეტოვანი დიაგრამა 4). 3 მშობელი ფიქრობს, რომ მის შვილს ერთულება
მხატვრული ტექსტების გააზრება, ხოლო 18 მშობელი ფიქრობს, რომ მის შვილს უჭირს საინფორმაციო
ტექსტების გააზრება( იხ. სვეტოვანი დიაგრამა 5). გაგება- გააზრების სირთულეები, 12
მშობლის აზრით, არის რთული ლექსიკის ბრალი, ხოლო 9 მშობელი თვლის, რომ ეს უცნობი თემითაა
გამოწვეული (იხ. სვეტოვანი დიგრამა 6).
კვლევაში გამოყენებული
მქონდა ინტერვიუ ბიბლიოთეკის გამგესთან (იხ. დანართი 3).ჩემი მიზანი იყო, დამედგინა,
იყო თუ არა სათანადო ასაკობრივი ლიტერატურა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში და იყვნენ თუ
არა ჩემი მეოთხეკლასელი მოსწავლეები აქტიური მკითხველები, სარგებლობდნენ თუ არა სკოლის
ბიბლიოთეკით. როგორც ქალბატონ ნინოსთან საუბარში გაირკვა, სკოლის ბიბლიოთეკა სრულად
არის აღჭურვილი საყმაწვილო ლიტერატურით: მრავლადაა როგორც მხატვრული, ისე საინფორმაციო-შემეცნებითი ლიტერატურა. კითხვაზე,
თუ რამდენად ხშირად სტუმრობდნენ მეოთხეკლასელები ბიბლიოთეკას, მან მიპასუხა, რომ იშვიათად,
მხოლოდ რამდენიმე ბავშვი იყო აქტიური წევრი. მისგან შევიტყვე, რომ დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებდნენ მხატვრულ ლიტერატურას. საინფორმაციო-შემეცნებითი
ხასიათის ლიტერატურით კი ინტერესტებოდნენ მხოლოდ მოსაძიებელი მასალის მიზნით. კითხვაზე,
თუ როგორ არჩევდნენ ისინი წიგნებს, მან მიპასუხა, რომ მოსწავლეები ირჩევდნენ თხელ,
ილუსტრირებულ წიგნებს. კითხვაზე თუ რა მექანიზმით ამოწმებდა, ნამდვილად ეცნობოდნენ
თუ არა მოსწავლეები კონკრეტული წიგნის შინაარს მან აღნიშნა, რომ უსვამდა მათ შეკითხვებს.
მონაცემთა ანალიზისას
გამოიკვეთა საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების ხელისშემშლელი პირობები აღნიშნულ
კლასში:
ü
არაწიგნიერი
ოჯახური გარემო;
ü
მწირი
ლექსიკური მარაგი;
ü
გამართული
კითხვის დეფიციტი;
ü
საინფორმაციო
ტექსტების დამუშავების არასათანადო ტექნიკა.
ქმედებები / ინტერვენციები.
1)
მინი-ლექცია.
ვესაუბრე
მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის სტრუქტურაზე, მახასიათებლებზე. ეს აქტივობა დამეხმარა
მოსწავლეებში გამეღვივებინა ინტერესი საინფორმაციო ტექსტების მიმართ.
2)
სტუმრად
ბიბლიოთეკაში.
მოვაწყე
მინი-ექსკურსია ბიბლიოთეკაში. ამ აქტივობით მოხდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და
მათი
საყვარელი თემების გამოკვეთა.
3)
წიგნიერი
გარემოს შექმნა.
ეს აქტივობა
მეხმარებოდა მომხდარიყო მოსწავლეთა დაინტერესება კლასგარეშე ლიტერატურით და ჩართულობა
კითხვის პროცესში.
4)
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
ეს აქტივობები
ეხმარება მოსწავლეებს იმ სიტყვათა ათვისებაში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად,
ან საერთოდ არ გვხვდება. გარდა ამისა, ისინი გაეცნობიან ე.წ. საკვანძო, საყრდენ, ან
მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებიც აუცილებელია ტექსტის დასამუსავებლად და გასააზრებლად.
5)
კითხვის
ტექნიკის გაუმჯობესება.
ეს მეთოდები
დაეხმარა მოსწავლეებს გამოემუშავებინათ კითხვის ტემპის კონტროლის, ინტონაციით კითხვის,
სიტყვების ფრაზებად გამთლიანების უნარები.
6)
გაგება-გააზრების სტრატეგიების სწავლება. ამით მოსწავლეებმა შეძლეს საინფორმაციო ტექსტის სტრუქტურის
დადგენა, ვარაუდების გამოთქმა, კავშირების დამყარება, ძირითადი აზრის გამოკვეთა, დასკვნების
გამოტანა.
7)
საბოლოო
ტესტირება. ტესტირების შედეგებით გავაკეთებ დასკვნას, გამიყვანა თუ არა შედეგზე ჩემ
მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა.
4.
ქმედებების/ინტერვენციების
შეფასების ანალიზი.
1)
მოსწავლეებს ჩავუტარე მინი-ლექცია,სადაც გავაცანი საინფორმაციო
ტექსტის სტრუქტურა და მახასიათებლები. ავუხსენი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის
ასეთი ტექსტების გაგება-გააზრება, რაც მათ გამოადგებოდათ არა მარტო ქართული ენისა და
ლიტერატურის გაკვეთილზე, არამედ სხვა საგნების სწავლების დროსაც. ამ უნარის განვითარება
დაეხმარებიდა მათ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებაში.
2)
ვესტუმრეთ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას, ბიბლიოთეკის გამგემ ამოგზაურა პატარები წიგნის სამყაროში,
დაათვალიერებინა მათ საყმაწვილო ლიტერატურა, საინფორმაციო-შემეცნებითი წიგნები. ესაუბრა
ბავშვებს მათთვის საყვარელ საკითხებზე და გააცნო შემეცნებითი ჟანრის ტექსტები. გამოიკვეთა მათი საყვარელი თემები: მოგზაურობა და მოგზაურები, ცხოველთა
სამყარო, ტექნიკის თანამედროვე მიღწევები. ქალბატონმა ნინომ მათ შეთავაზა თემატური შემეცნებითი ლიტერატურა.
3)
კლასში
მოვაწყე საკლასო ბიბლიოთეკა, აღვჭურვე G-PRIED - ის საკითხავი წიგნებით. მოსწავლეებს
მივეცი საშუალება, დასვენებაზე გაცნობოდნენ მათ.
ამას გარდა, კვირის ერთი დღე, ხუთშაბათი გამოვაცხადეთ
კითხვის დღედ. ამ დღეს ვახორციელებდით საინფორმაციო ტექსტის კითხვას გაგება-გააზრების
მიზნით. მოსწავლეები წიგნებს იწერდნენ ბიბლიოთეკიდან. ისინი შედეგზე თავდაპირველად გადიოდნენ ჩემი დახმარებით.
ყოველკვირეულად სულ უფრო იზრდებოდა მოსწალეთა ჩართულობა.
4)
ვინაიდან
ტექსტში უცნობი სიტყვების სიმრავლე განაპირობებს ტექსტის გააზრების სირთულეებს, დავიწყე
ზრუნვა ამ პრობლების გადასაჭრელად. ეს
დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში.G-PRIED - ის მეთოდოლოგიურ კრებულში გავეცანი სათანადო მეთოდებს/აქტივობებს და
დავნერგე ისინი საგაკვეთილო პროცესში. ესენია: ,,სიტყვების გამომძიებელი“, ,,სიტყვის პირამიდა“, ,,სიტყვის/ცნების რუკა“, ,, დაკარგული სიტყვები“, ,,შესაძლო წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით“.
გამოვიყენე სათანადო სქემებიც.შემდეგ კი ვახდენდი ამ აქტივობების ინტეგრირებას გააზრების
აქტივობებში. განვიხილავ თითოეულ მათგანს. ,,სიტყვების გამომძიებელში“ მოსწავლეები
ჯერ საკუთარი ვარაუდით განმარტავენ ჩემ მიერ შეთავაზებულ სიტყვებს, შემდეგ - კონტექსტის
მიხედვით, ბოლოს - ლექსიკონის დახმარებით. ამ მეთოდით მოსწავლეები ეჩვევიან ვარაუდების
გამოთქმას, ლექსიკონის გამოყენებას და სწავლობენ
სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას კონტექსტის მიხედვით. (იხ. დანართი 4)
,,სიტყვის
პირამიდას“ გაკვეთილზე ეფექტურად ვიყენებდი ახალ ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაოდ. მოსწავლეებს ვამუშავებდი წყვილებში. ვაწყვილებდი
განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებს ( მაღალი და დაბალი აკადემიური მოსწრების),
ვურიგებდი წინასწარ გამზადებულ სქემებს, მოსწავლეები ავსებდნენ მათ, შემდეგ ხდებოდა
დაფაზე მათი პრეზენტაცია. ამით ისინი ეჩვეოდნენ
სამიზნე სიტყვის განმარტვას (თავდაპირველად ამ პუნქტს ჩემი ჩარევის გარეშე ვერ ავსებდნენ),
იაქტიურებდნენ ნასწავლი ლექსიკური ერთეულების ცოდნას და ივითარებდნენ სიტყვის პრაქტიკულად
გამოყენების ჩვევას (იხ. დანართი 5).
,,სიტყვის/ცნების
რუკა“ გამოიყენება ნაცნობი სიტყვების მნიშვნელობის სიღრმისეულად გასააზრებლად. ამ აქტივობამ
განსაკუთრებით ეფექტური შედეგი მომცა საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობისას. მოსწავლეები
ვამუშავე ჯგუფებში. მე ტექსტიდან წინასწარ ვარჩევდი გააზრებისათვის მნიშვნელოვან უცნობ
სიტყვებს, წარვუდგენდი მათ მოსწავლეებს. შემდეგ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებდნენ რუკის
ცარიელ უჯრებს. მე გზადაგზა ვაძლევდი მათ მითითებებს, არ ვზღუდავდი, მხოლოდ ექსპლიციტური
მსჯელობით და კონტექსტური მინიშნებებით ვეხმარებოდი სიტყვებს შორის მიმართბების დაზუსტებაში. ამ აქტივობით
მოსწავლეები, გარდა იმისა რომ იმდიდრებენ ლექსიკურ
მარაგს, აცნობიერებენ კავშირებს და მიმართბებს ცნებებს შორის. ( იხ. დანართი 6)
,,დაკარგული სიტყვები“. კვლევის მანძილზე ამ აქტივობის
რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე ბავშვებს. პირველ ეტაპზე ვიღებდი ჩვენ მიერ დამუშავებული
საინფორმაციო ტექსტიდან ერთ მონაკვეთს, რომელშიც გამოტოვებული იყო რამდენიმე სიტყვა.
მოსწავლეებს ევალებოდათ ,,დაკარგული“ სიტყვების გამოცნობა და საჭირო ადგილას ჩაწერა.
ჩასაწერ სიტყვას ისინი არჩევდნენ ჩემ მიერ შეთავაზებული სამი სიტყვიდან. შემდეგ ეტაპზე
ისინი ასრულებდნენ აღნიშნულ დავალებას, მხოლოდ სიტყვებს თავად იგონებდნენ, ჩემ მიერ
შეთავაზებული ვარიანტების გარეშე. მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ურიგდებოდათ უცხო საინფორმაციო
ტექსტი ,,დაკარგული“ სიტყვებით და ისინი ახდენდნენ
მის აღდგენას. ბავშვები მუშაობდნენ ინდივიდუალურად, სამუშაოს დასრულების შემდეგ უზიარებდნენ
ნამუშევრებს მეწყვილეებს, აჯამებდნენ შესრულებულ სამუშაოს. ამის შემდეგ მე ვთავაზობდი
მათ ტექსტის ავტორისეულ ვარიანტს.
ამ აქტივობით ისინი სწავლობდნენ კონტექსტის მიხედვით
საჭირო სიტყვის ამოცნობას, ეჩვევიან კითხვის პროცესში სწრაფ აზროვნებას, აცნობიერებენ
, რომ ერთი და იგივე აზრი შეიძლება სხვადასხვაგვარად გადმოსცენ.
,,შესაძლო წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით“.
ამ მეთოდის დახმარებით მოსწავლეები ჩემ მიერ წინასწარ ტექსტიდან ამოკრებილი სიტყვების
მეშვეობით ადგენდნენ წინადადებებს. ეს ხდებოდა ტექსტის წაკითხვამდე. მე დაფაზე ჩამოვწერდი იმ საკვანძო ლექსიკურ ერთეულებს,რაც
ტექსტის გასააზრებლად იყო მნიშვნელოვანი. სიტყვები ჩამოიწერებოდა იმ თანმიმდევრობით,
რა თანმიმდევრობითაც გვხვდებოდა ტექსტში. მოსწავლეები ხმამაღლა მსჯელობდნენ ამ სიტყვების
მნიშვნელობის შესახებ, აზუსტებდნენ მნიშვნელობებს. შემდეგ მუშაობას იწყებდნენ მცირე
ჯგუფებში და წერილობით ადგენდნენ ჩამოწერილი
სიტყვებით წინადადებებს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი უბრუნდებოდნენ შედგენილი წინადადებების ვერსიებს
და ადარებდნენ ტექსტში წაკითხულს. ამ აქტივობით გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი,
განუვითარდათ ახალ სიტყვებზე მუშაობისა და სხვადასხვა კონტექსტში მათი გამოყენების
უნარ-ჩვევა.
5)
კითხვის ტექნიკის გასაუმჯობესებლად, მივმართე შემდეგ მეთოდებსა
და აქტივობებს: ,,კითხვა აუდიოჩანაწერის დახმარებით“და,,წყვილებში კითხვა“.
აუდიოჩანაწერის დახმარებით კითხვის დროს მოსწავლეებს
ვასმენინებდი ჩემ მიერ წაკითხული ტექსტის აუდიოჩანაწერს. ისინი ისმენდნენ და აყოლებდნენ
ტექსტს თითს. მეორე ჩართვაზე ისინი თან ისმენდნენ, თან ხმამაღლა აყოლებდნენ ხმას. ამის
შემდეგ კი მოსწავლეები დამოუკიდებლად, აუდიოჩანაწერის მოსმენის გარეშე კითხულობდნენ
ტექსტს. ამ მეთოდით მათ ინტონაციით, გამომეტყველებით კითხვისა და კითხვის ტემპის კონტროლის
უნარი.
,,წყვილებში
კითხვა“ გულისხმობს, რომ მოსწავლეები წყვილებში კითხულობდნენ ნაცნობ ტექსტს, ისინი
აფასებდნენ როგორც საკუთარ, ისე მეწყვილის წაკითხულს და ცდილობდნენ ერთმანეთს დახმარებოდნენ გაწაფული კითხვის უნარის
დაუფლებაში. ეს მეოდი სტიმულს აძლევდა მათ, წაეკითხათ იმაზე უკეთ, ვიდრე ამას აკეთებდნენ
უწინ. ამ დროს მათ უვითარდებათ ინტონაციის, სასვენი ნიშნების გათვალისწინებით კითხვის
უნარი, უშეცდომოდ კითხვის უნარი, ყურადღების კონცენტრირებისა და მოსმენის უნარი, თვითშეფასების
და ურთიერთშეფასების უნარი. გამართული კითხვის
თვითშეფასებისათვის ვიყენებდი კითხვარს. ( იხ. დანართი 7.)
6)
ტექსტის
სიღრმისეულად წვდომის სწავლება-სწავლის პროცესს აძლიერებს გაგება-გააზრების სტრატეგიების
სწავლება.ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემ მიერ გამოყენებული სტრატეგიების ნუსხას:
ა) წინარე ცოდნის გააქტიურება. მოსწავლეები იხსენებენ
ტექსტის საკვანძო თემაზე საკუთარ ცოდნას. რა იცოდნენ ამის შესახებ? სად რა წაუკითხავთ ან უნახავთ ამ საკითხზე?
ბ) ვარაუდების
გამოთქმა. მოსწავლეები კონტექსტის გამოყენებით წარმოიდგენენ მოსალოდნელ მოვლენებს.
რა მოხდება შემდეგ? რას იტყვის ავტორი ამის შესახებ?
გ) ტექსტის
სტრუქტურის დადგენა. ისინი აკვირდებიან საინფორმაციო ტექსტის სტრუქტურულ ელემენტებს
და ჟანრობრივ მახასიათებლებს. მსჯელობენ, თუ რა ტიპის ტექსტია და რა ნაწილებისგან შედგება?
დ) პარალელების
გავლება: მოსწავლეები ამყარებენ სამი ტიპის კავშირებს: წაკითხული ტექსტი - საკუთარ
გამოცდილებასთან, წაკითხული ტექსტი - სხვა ტექსტებთან და წაკითხული ტექსტი - გარესამყაროსთან.
ე) შეკითხვების
დასმა. მეოთხეკლასელები უსვამენ ტექსტთან დაკავშირებულ შეკიხვებს საკუთარ თავს, რაც ემსახურება ფაქტობრივი
ინფორმაციის ამოღებას, მოვლენების ანალიზს, შინაარსის კრიტიკულად გააზრებას. ამაში
მათ ეხმარებათ შემდეგი კითხვები: ვინ? რა? სად? როდის? როგორ? რატომ? რისთვის?
ვ) წარმოსახვა/ვიზუალიზაცია.
პატარა მკითხველები გონებაში აღიქვამენ და აცოცხლებენ გმირებს,გარემოებებს, მოვლენებს,
კავშირებს... ისინი სცემენ პასუხებს შემდეგ კითხვებს: რას ხედავენ? როგორ გამოიყრება?
რა ფერისაა?
ზ) შეჯამება.
მოსწავლეები გამოკვეთენ წაკითხული მონაკვეთებიდან ძირითად აზრს, აყალიბებენ მას საკუთარი
სიტყვებით. განარჩვენ ერთმანეთისაგან მთავარ დამეორეხარისხოვან ინფორმაციას.
თ) დასკვნების
გამოტანა. მოსწავლეები ამოიცნობენ ტექსტში მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გამოიტანენ
დასკვნებს ტექსტში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით. იმსჯელებენ, თუ რამ გამოიწვია ესა
თუ ის ფაქტი/მოვლენა? რისი თქმა სურდა ავტორს?
ვინაიდან გაგება- გააზრების სწავლების საუკეთესო გზა
ექსპლიციდური, პირდაპირი სწავლებაა, მე დეტალურად
ავუხსენი თუ რატომ და როდის ვიყენებთ სტრატეგიებს, რომელ სტრატეგიებს როდის
ვიყენებთ. ეს სწავლება ოთხ ეტაპად ჩავატარეთ:
·
პირდაპირი
ახსნა-განმარტება, როდესაც მე ავუხსენი მოსწავლეებს როდის ან რატომ ვიყენებთ ამა თუ
იმ სტრატეგიას.
·
მოდელირება.
მე კონკრეტულ საინფორმაციო ტექსტთან მუშაობისას დემონსტრირების გზით ვუჩვენე მათ, თუ
როგორ უნდა გამოიყენონ მოცემული სტრატეგია. ე.ი. განვახორციელე ეს აქტივობა ,,ხმამაღალი
ფიქრით“.
·
მართული პრაქტიკა. მე გავხდი მოსწავლეთა ფასილიტატორი და ვეხმარებოდი
მათ სტრატეგიის დაუფლების პროცესში,რათა მომავალში შეძლებოდათ მისი პრაქტიკულად გამოყენება.
·
გამოყენება.
მოსწავლეებმა შეძლეს მოცემულ სტრატეგიებზე დამოუკიდებლად მუშაობა, მე ვახალისებდი მათ
და ვაძლევდი დადებით უკუკავშირს.
7)
განხორციელებული მრავალრიცხოვანი აქტივობის შემდეგ ჩავატარე
საბოლოო ტესტირება - საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაზე. მოცემულ ტესტირებაში
მონაწილეობა მიიღო 21 მოსწავლემ. ტესტირება ჩატარდა ქსელში ჩართულ ბუკებში. შედეგები
სადიაგნოსტიკო ტესტირებასთან შედარებით იყო ბევრად უკეთესი. ტესტი შედგებოდა 6 კითხვისაგან.
შედეგები ასე გადანაწილდა:
6 სწორი პასუხი
- 10 მოსწავლე;
5 სწორი პასუხი -
7 მოსწავლე;
4 სწორი პასუხი -
4 მოსწავლე.აღნიშნული
შედეგები შევადარე საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების შედეგები სადიაგნისტიკო ტესტირების შედეგებს.შედეგი მკვეთრად
უკეთესი აღმოჩნდა. პრე- ტესტირებაში ექვსიდან ექვსი სწორი პასუხი ჰქონდა 5 მოსწავლეს,
პოსტ-ტექტირებაში კი -10 მოსწავლეს. პრე-ტესტირებაში 5 სწორი პასუხი ჰქონდა 6 მოსწავლეს,
ხოლო პოსტ- ტესტირებაში 7 მოსწავლეს, 4 სწორი პასუხი პრე-ტესტირებაში ჰქონდა 5 მოსწავლეს,
ხოლო პოსტ- ტესტირებაში - 4 მოსწავლეს, 3 სწორი პასუხი დააფიქსირა პრე- ტესტირებაში
4 მოსწავლემ, პოსტ- ტესტირებაში არც ერთს არ ჰქონია ეს შედეგი, პრე- ტესტირებაში 2
სწორი პასუხი ჰქონდა 1 მოსწავლეს, პოსტ-ტესტირებაში - არცერთს. ეს შედეგები სვეტოვან
დიაგრამაზე ასე გამიუყურება:
5.
დასკვნა
აღნიშნული
კვლევის ჩატარება გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა, რომ ჩემი
მეოთხეკლასელები დიდი ძალისხმევის შედეგად კითხულობდნენ
საინფორმაციო ხასიათის ტექსტებს. ტესტების კრებულზე მუშაობისას (ავტორი: ბელა სარია)
კი საინფორმაციო ტექსტების დამუშავებისას აქტიურად
სჭირდებოდათ ჩემი დახმარება, დამოუკიდებლად ვერ სძლევდნენ აღნიშნულ ტესტურ დავალებებს.
ა. წ. 1 ნოემბერს მივიღე გადაწყვეტილება კვლევის განხორციელების თაობაზე და გავეცანი
აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას. გადავწყვიტე ბუკებში ჩამეტარებინა მათთვის სადიაგნოსტიკო ტესტირებები, თხრობითი და საინფორმაციო
ჟანრის ტექსტების გაგება-გააზრების დონის დასადგენად. შედეგებმა ცხადად მიჩვენა, რომ
პრობლემა იყო საინფორმაციო ხასიათის ტექსტების გააზრებაში. მივხვდი, რომ ამ პრობლემას
ვერ მოვაგვარებდი მარტო და კვლევაში ჩავრთე მოსწავლეთა მშობლები და ბიბლიოთეკარი, რადგან
დამედგინა პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
განხორციელებული მეთოდების (ანკეტა მოსწავლეთათვის, კითხვარი მშობელთათვის,
ინტერვიუ ბიბლიოთეკის გამგესთან) ანალიზის შედეგად გამოვკვეთე პრობლემის მიზეზები:
ü არაწიგნიერი
ოჯახური გარემო;
ü
მწირი
ლექსიკური მარაგი;
ü
გამართული
კითხვის დეფიციტი;
ü
საინფორმაციო
ტექსტების დამუშავების არასათანადო ტექნიკა.
პრობლემის გამომწვევი
მიზეზების იდენტიფიცირების შემდეგ დავიწყე ზრუნვა გადაჭრის გზების ძიებაზე. გავიარე
კონსულტაცია კოლეგებთან, მოვიძიე სკოლის ბიბლიოთეკაში პროექტ G-PRIED -ის სამუშაო მასალები
და რესურსების კრებული,რაც დამეხმარებოდა შედეგზე გასვლაში.ჩემს უპირველეს მოვალეობად ჩავთვალე, შემექმნა მოსწავლეთათვის
წიგნიერი გარემო, რადგან მათი უმეტესობა არ ფლობდა სახლში საყმაწვილო ლიტერატურას.
მსურდა, ჩემი მოსწავლეები გამხდარიყვნენ ბიბლიოთეკის
აქტიური წევრები, ამიტომ მოვაწყე მინი-ექსკურსია სამკითხველო დარბაზში, დავაინტერესე
ისინი წიგნებით, კლასში კი მოვუწყე საკითხავი კუთხე, რომელიც აღვჭურვე G-PRIED -ის საინფორმაციო ტექსტებით და საბავშვო
ენციკლოპედიებით. მოსწავლეებს ეძლეოდათ საშუალება დასვენებაზე გაცნობოდნენ ტექსტებს.
ამ მეთოდებმა დადებითად იმოქმედეს ბავშვებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა მოსწავლის დაინტერესება
მაინც ვერ შევძელი. ამიტომ გადავწყვიტე, კვირაში 1 დღე გამომეყო კითხვისათვის, ავირჩიეთ
ხუთშაბათი, დაწყვილებული გაკვეთილების გამო. ამ დღეს ვახორციელებდით საინფორმაციო ტექსტების
ხმამაღლა კითხვას და დამუშავებას, რამაც გაზარდა მოტივირებულ მოსწავლეთა რიცხვი. გავეცანი
უამრავ მეთოდს, რაც დახმარებას გაუწევდა ბავშვებს
ტექსტის გაგება-გააზრებაში. ეს არ იყო მარტივი პროცესი, რადგან მინდოდა აქტივობები
ყოფილიყო მრავალფეროვანი და მიზნისკენ მიმართული, რათა არ მომხდარიყო მოსწავლეთა დემოტივაცია.
საინფორმაციო ტექსტების არჩევისას ვითვალისწინებდი მათი კითხვის დონეს, ასაკს, ინტერესთა
სფეროს. თითოეული ტექსტის წაკითხვის წინ ვუკეთებდი
განსაზღვრებას, თუ რა მიზნით ვკითხულობდით ამ ტექსტს: ინფორმაციის მოსაძიებლად, საკითხის
შესაჯამებლად, შეკითვებზე პასუხის გასაცემად, კლასელებისთვის მოსაყოლად და სხვ. გაცნობიერებული
მიზანი დადებით გავლენას ახდენდა მათს მოქმედებებზე. ვაკეთებდი მოდელირებას, ვიყენებდი
,, ხმამაღალი ფიქრის“ აქტივობას, რადგან ფიქრის გახმოვანებისა და ილუსტრირების მეთოდი
დიდ დახმარებას უწევს პატარებს. ვიზრუნე იმაზე, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ ტექსტის
ტიპური სტრუქტურების ცნობა და ერთმანეთისაგან გარჩევა. მათ გააცნობიერეს, რომ საინფორმაციო
ტექსტი შეიძლება აიგოს აღწერის, მიზეზ-შედეგობრიობის, მსგავსება-განსხვავებების, პრობლემის
გადჭრის სტრუქტურული ქარგის მიხედვით. გაგება-გააზრების
უმთავრესი საყრდენი ლექსიკური მარაგია. მე ყოველ გაკვეთილზე ვზრუნავდი და ვზრუნავ ლექსიკური
მარაგის გამდიდრებაზე. აქტივობები მოსაწყენი რომ არ აღმოჩნდეს მათთვის, ხშირად ვანაცვლებ.
გამოყენებული მეთოდებიდანყველაზე კარგად იმუშავა ,,დაკარგულმა სიტყვებმა“, მოსწავლეები
დიდი ხალისით ასრულებდნენ ჯგუფურ სამუშაოებს, წყვილებში მუშაობისას კი ცდილობდნენ დახმარება
გაეწიათ სუსტი მეწყვილისათვის. აღმოვაჩინე, რომ მეოთხეკლასელები განსაკუთრებული ინტერესით
სწავლობდნენ გრაფიკული სქემების დახმარებით და უკეთეს შედეგსაც ვიღებდი. დავიწყე ზრუნვა
იმაზე, რომ მათ მოახდინონ საკუთარი გაგება-გააზრების მონიტორინგი: მიეჩვიონ გააზრების
პროცესში შეფერხების დაფიქსირებას და შესაფერისი სტრატეგიების შერჩევას მისი აღმოფხვრის
მიზნით. ეს, რა თქმა უნდა არ არის მარტივი, არსებული პერიოდიც არასაკმარისად მიმაჩნია
ამ მიზნის მოსაღწევად, ამიტომ ამ პროცესზე ზრუნვა დავიწყე და აქტიურად გავაგრძელებ
მომავალშიც.ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ მიზანს მიაღწია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად რთულდება საინფორმაციო-შემეცნებითი
ტექსტების თემატიკა, ამიტომ არ უნდა მოვადუნო ყურადღება და სისტემატურად ვიზრუნო ცოდნის
განახლებაზე.
6.ბიბლიოგრაფია
[1] სასწავლო - მეთოდოლოგიური
რესურსების კრებული: ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I –VI კლასები. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G
– PRIED. 2015 წ.
[2] ინტერნეტგაზეთი:
,, KUTAISIPOST.GE”
ლინკი: https://www.kutaisipost.ge/statiebi/ganathleba/article/11875-mostsavletha-14s-tsakithkhulis-gaazreba-minimalur-donezec-ar-sheudzlia--pirlsis-kvlevis-shedegi-saqarthveloshi/( შემოწმებულია 20. 05. 2019წ.);
[3] ნინო ლაბარტყავა,
ნინო ლორთქიფანიძე ,,სადამრიგებლო საათის პროგრამა
I –IV კლასების მოსწავლეთათვის“. თბილისი 2010 წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. გვ. 42;
[4] მაია ინასარიძე,
სოფიკო ლობჟანიძე ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების , პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. 2. 2016 წ. მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი. გვ. 61-88;
[5] ეროვნული სასწავლო
გეგმა ( 2018-2024);
[6] მასწავლებლის
პროფესიული ეთიკის კოდექსი.
[7]სასწავლო-მეთოდოლოგიური
რესურსების კრებული: ,,ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები“. საქართველოს
დაწყებითი განათლების პროექტი
7.დანართი
დანართი 1.
მოსწავლის ანკეტა
სქესი ____________________
1.
რამდენად
ხშირად კითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას?
ა. ყოველდღიურად; ბ. ხშირად; გ. იშვიათად;
2.
სად კითხულობთ
ხალისით?
ა. კლასში; ბ. ბიბლიოთეკაში; გ. სახლში; დ. კომპიუტერში;
3.
მოგწონთ
თუ არა მხატვრული ტექსტები?
ა. ძალიან; ბ. საშუალოდ; გ. არა.
4.
მოგწონთ
თუ არა საინფორმაციო ტექსტები?
ა. ძალიან; ბ. საშუალოდ; გ. არა.
5.
რამდენჯერ
წაკითხვა გჭირდება საინფორმაციო ტექსტის გასააზრებლად?
ა. ერთხელ; ბ. ორჯერ-სამჯერ; გ. ოთხჯერ- ხუთჯერ.
6.
რამდენ
ხანს უთმობთ დღეში ტექსტების კითხვას?
ა. ერთ
საათს; ბ. ერთ საათზე ნაკლებს; გ. ერთ საათზე მეტს.
7.
ტექსტში
უცნობი სიტყვების შეხვედრისას:
ა. ვაგრძელებ
კითხვას; ბ. ვპოულობ განმარტებას ლექსიკონში; გ. ვეკითხები განმარტებას უფროსს.
დანართი 2.
კითხვარი
მშობლისათვის.
1.
გაქვთ
თუ არა სახლში ბიბლიოთეკა?
ა. დიახ; ბ. მცირე; გ. არა;
2.
კითხულობს
თქვენი შვილი კლასგარეშე ლიტერატურას?
ა. სისტემატურად; ბ. ხშირად; გ. იშვიათად.
3.
რა ტიპის
ტექსტებს კითხულობს უფრო დიდი ხალისით?
ა. მხატვრულს; ბ. ინფორმაციულს; გ. ორივეს.
4.
რამდენად
ხშირად ახერხებთ შვილთან ერთად წაკითხულის შესახებ მსჯელობას?
ა. ყოველთვის; ბ. იშვიათად; გ. ვერ ვახერხებ.
5.
როგორ
ფიქრობთ, რა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრება ერთულება თქვენს შვილს?
ა. მხატვრული; ბ. ინფორმაციული; გ. ორივე.
6.
თქვენი
აზრით, რა არის გაგება-გააზრების გართულების მიზეზი?
ა. რთული ლექსიკა; ბ. დიდი მოცულობის ტექსტი; გ. უცნობი თემა.
დანართი 3.
შეკითხვები ინტერვიუსათვის
1.
არის
თუ არა ბიბლიოთეკა აღჭურვილი საყმაწვილო ლიტერატურით? საინფორმაციო-შემეცნებითი წიგნებით?
2.
სტუმრობენ თუ არა ბიბლიოთეკას IVა კლასის მოსწავლეები?
3.
რომელი
ჟანრის ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები?
4.
რა კრიტერიუმებით
არჩევენ ისინი წასაკითხ წიგნებს?
5.
რა მექანიზმით
მოწმდება, ნამდვილად კითხულობენ, თუ არა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები წიგნებს?
დანართი 4.
სიტყვა
|
ჩემი განმარტება
|
სიტყვის მნიშვნელობა ტექსტის მიხედვით
|
განმარტება ლექსიკონში
|
დანართი 7 .


















Комментариев нет:
Отправить комментарий