გაკვეთილის თემა
|
,,ხმაურიანი
ქალაქი“
|
მასწავლებლის სახელი,გვარი
|
ხათუნა ბაღაშვილი
|
სწავლების საფეხური,კლასი
|
I საფეხური, IVკლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა,პროფილი
|
30 მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები კითხულობენ და იგებენ ტექსტს, ადეკვატურად აღიქვამენ და
გადმოსცემენ მის შინაარსს. მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული
ტექსტის მიმართ. ისინი მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა: მოსწავლეები მოიძიებენ ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას; აკავშირებენ ერთმანეთს
ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს; პოულობენ ტექსტში იმ სიტყვებსა და გამოთქმებს,
რომლებსაც ავტორი იყენებს ტექსტის გადმოსაცემად; პარალელს ავლებენ ძველ თბილისსა
და თანამედროვე ქალაქს შორის; ამოიცნობენ უცნობ სიტყვებს ილუსტაციების და ანიმაციური
ფილმის დახმარებით. მოსწავლეებს შეუძლიათ ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება
ინფორმაციის მიღების, შენახვის, ორგანიზების დროს.
|
ესგ-ით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
|
ქარ.IV.1, ქარ.IV.5, ქარ.IV.8, ქარ.IV.10.
ისტ.V. 6.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები ფლობენ კითხვის ტექნიკას, იცნობენ ძველი
თბილისისათვის დამახასიათებელ ელემენტებს, ზოგადი წარმოდგენა
აქვთ ქართველ მხატვრებზე.
მოსწავლეებმა იციან საქაღალდეების შექმნა, დოკუმენტების
სხვადასხვა საქაღლდეში დახარისხება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
|
სასწავლო მასალა და ტექ.რესურსები
|
IV კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A ფაზა/გამოწვევა.
აქტივობა
1, დრო- 5 წუთი
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ნაწყვეტს ანიმაციური ფილმიდან ,,ბომბორა“.
მასწავლებლის კითხვების დახმარებით მოსწავლეები გამოხატავენ თავის შთაბეჭდილებებს
ძველი თბილისის სურათებთან დაკავშირებით.
აქტივობა 2, დრო- 3 წუთი.
მინი ლექცია ნიკო ფიროსმანის შესახებ.
B ფაზა/შინაარსის
რეალიზება.
აქტივობა 3,
დრო -10 წუთი. სახელმძღვანელოზე მუშობა.
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ხმამაღლა და უცნობ სიტყვებს მოინიშნავენ.
აქტივობა 4,
დრო -4 წუთი.
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს პროგრამა ,,POWER POINT”-ში დამუშვებულ
ილუსტრაციებს თემაზე ,,ძველი თბილისი და ფიროსმანი“ და ამის დახმარებით ისინი ხსნიან უცნობ სიტყვებს.
აქტივობა 5,
დრო- 4 წუთი.
მოსწავლეები მუშაობენ ტექსტზე და მასწავლებლის მითითებით პოულობენ ამა
თუ იმ ფაქტის, მოვლენის აღსაწერ გამოთქმებს.
აქტივობა 6, დრო -4 წუთი.
მოსწავლეები პროგრამა WORD-ში აგებენ ასოციაციურ რუქას თემაზე ,,ძველი
თბილისი“.
C ფაზა/ რეფლექსია.
აქტივობა 7,
დრო-8 წუთი.
მასწავლებელი შემთხვევით შერჩევის პრინციპით კლასს ყოფს 3 ნაწილად და
აძლევს დავალებებს:
I ჯგუფი მუშაობს ძველი თბილისის დამახასიათებელ
ელემენტებზე(სახელმძღვანელოს
მიხედვით);
II ჯგუფი მუშაობს ნიკო ფიროსმანის დახასიათებაზე
(სახელმძღვანელოს მიხედვით);
III ჯგუფი
ილუსტრაციის სახით გადმოგვცემს ძველი თბილისის სურათს (სახელმძღვანელოს მიხედვით).
აქტივობა 8,
დრო- 7 წუთი.
მოსწავლეები აკეთებენ მათი ნამუშევრების პრეზენტაციას და აჯამებენ გაკვეთილს.
|
пятница, 19 июля 2013 г.
გ.დოჩანაშვილის ,,ხმაურიანი ქალაქის" გეგმა
четверг, 18 июля 2013 г.
პროექტის გეგმა ,,ქართული ფოლკლორი"
პროექტის სახელწოდება:
,,ქართული
ფოლკლორი“.
პროექტის მთავარი
იდეა (თემა): მივიწყებული ქართული ტრადიციების გახსენება, ეროვნული
თვითშეგნების გაღვივება.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეების ადათ-წესებს, მათ ზეპირსიტყვიერებას,
ტრადიციებს. მოსწავლეებს განუვითარდებათ შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარები.
მონაწილეთა ასაკი:
10-11 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა:
1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები
/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მათს გეოგრაფიულ მდებარეობას, ტრადიციებს, შეისწავლიან
ხალხურ სიმღერებს და პოეზიას. შეიქმნება ბუკლეტები, საპრეზენრაციო ფაილები, ვიდეო ფაილი,
ელექტრონული ჟურნალი.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს გეოგრაფიული ატლასი, საბავშვო ენციკლოპედია,
ინტერნეტი, 6 კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ფანდური.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1 აქტივობა:
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ირჩევს თემას;
2 აქტივობა: მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით
კლასს ყოფს 6 ჯგუფად და იგივე პრინციპით უნაწილებს მათ დავალებას, რომელიც ასე გადანაწილდება:
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს შემდეგი კუთხეების შესახებ:
I ჯგუფი
- ქართლ-კახეთი;
II ჯგუფი
- საქართველოს მთიანეთი ( ფშავ-ხევსურეთი და მთა - თუშეთი);
III ჯგუფი -
რაჭა-ლეჩხუმი;
IV ჯგუფი
- სვანეთი და სამეგრელო;
V ჯგუფი
- სამცხე - ჯავახეთი;
VI ჯგუფი
- აჭარა და იმერეთი.
3 აქტივობა: მოსწავლეები იძიებენ მასალას აღნიშნული
კუთხეების შესახებ. პარალელურად უზიარებენ მასწავლებელს მოძიებულ ინფორმაციას და იღებენ
რეკომენდაციას;
4 აქტივობა: მოსწავლეები მოძიებული მასალის მიხედვით
ამზადებენ ბუკლეტებს პროგრამა WORD-ში, საპრეზენტაციო ფაილებს პროგრამა POWER
POINT-ში,მუშაობის პროცესში იღებენ სურათებს და ამზადებენ ვიდეო ფაილს პროგრამა
ANIMOTO- ში, რასაც ათავსებენ ელექტრონულ
ჟურნალში;
5 აქტივობა: მოსწავლეები ახდენენ მათი ნამუშევრების
პრეზენტაციას I საფეხურის მოსწავლეებისათვის და ამდიდრებენ მას საკუთარი შემოქმედებით ( ასრულებენ ქართულ ხალხურ
ცეკვებს და სიმღერებს ).
საგნებთან/საგანთა
ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ, ბუნება,
მუსიკა.
პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა ბაღაშვილი.
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: khatunabagashvili@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)