пятница, 19 июля 2013 г.

გ.დოჩანაშვილის ,,ხმაურიანი ქალაქის" გეგმა

გაკვეთილის თემა
,,ხმაურიანი ქალაქი“
მასწავლებლის სახელი,გვარი
ხათუნა ბაღაშვილი
სწავლების საფეხური,კლასი
I საფეხური, IVკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა,პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები კითხულობენ და იგებენ ტექსტს, ადეკვატურად აღიქვამენ და გადმოსცემენ მის შინაარსს. მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ. ისინი მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა: მოსწავლეები მოიძიებენ ტექსტში  კონკრეტულ ინფორმაციას; აკავშირებენ ერთმანეთს ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს; პოულობენ ტექსტში იმ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს ტექსტის გადმოსაცემად; პარალელს ავლებენ ძველ თბილისსა და თანამედროვე ქალაქს შორის; ამოიცნობენ უცნობ სიტყვებს ილუსტაციების და ანიმაციური ფილმის  დახმარებით. მოსწავლეებს  შეუძლიათ ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის, ორგანიზების დროს.

ესგ-ით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
ქარ.IV.1, ქარ.IV.5, ქარ.IV.8, ქარ.IV.10.
ისტ.V. 6.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები ფლობენ კითხვის ტექნიკას, იცნობენ ძველი თბილისისათვის დამახასიათებელ ელემენტებს, ზოგადი წარმოდგენა აქვთ ქართველ მხატვრებზე. მოსწავლეებმა იციან საქაღალდეების შექმნა, დოკუმენტების სხვადასხვა საქაღლდეში დახარისხება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექ.რესურსები
IV კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა/გამოწვევა.

აქტივობა 1, დრო- 5 წუთი

მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ნაწყვეტს  ანიმაციური ფილმიდან ,,ბომბორა“.
მასწავლებლის კითხვების დახმარებით მოსწავლეები გამოხატავენ თავის შთაბეჭდილებებს ძველი თბილისის სურათებთან დაკავშირებით.

 აქტივობა 2, დრო- 3 წუთი.

მინი ლექცია ნიკო ფიროსმანის შესახებ.

B ფაზა/შინაარსის რეალიზება.

აქტივობა 3, დრო -10 წუთი. სახელმძღვანელოზე მუშობა.

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ხმამაღლა და უცნობ სიტყვებს მოინიშნავენ.   

აქტივობა 4, დრო -4 წუთი.

მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს პროგრამა ,,POWER POINT”-ში დამუშვებულ ილუსტრაციებს თემაზე ,,ძველი თბილისი და ფიროსმანი“  და ამის  დახმარებით ისინი  ხსნიან უცნობ სიტყვებს.

აქტივობა 5, დრო- 4 წუთი.

მოსწავლეები მუშაობენ ტექსტზე და მასწავლებლის მითითებით პოულობენ ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის აღსაწერ გამოთქმებს.

 აქტივობა 6, დრო -4 წუთი.

მოსწავლეები პროგრამა WORD-ში აგებენ ასოციაციურ რუქას თემაზე ,,ძველი თბილისი“.

C ფაზა/ რეფლექსია.

აქტივობა 7, დრო-8 წუთი.

მასწავლებელი შემთხვევით შერჩევის პრინციპით კლასს ყოფს 3 ნაწილად და აძლევს დავალებებს:
I ჯგუფი მუშაობს ძველი თბილისის დამახასიათებელ ელემენტებზე(სახელმძღვანელოს მიხედვით);
II ჯგუფი მუშაობს ნიკო ფიროსმანის დახასიათებაზე (სახელმძღვანელოს მიხედვით);
III ჯგუფი ილუსტრაციის სახით გადმოგვცემს ძველი თბილისის სურათს (სახელმძღვანელოს მიხედვით).

აქტივობა 8, დრო- 7 წუთი.

მოსწავლეები აკეთებენ მათი ნამუშევრების პრეზენტაციას და აჯამებენ გაკვეთილს.


четверг, 18 июля 2013 г.

პროექტის გეგმა ,,ქართული ფოლკლორი"

პროექტის სახელწოდება: ,,ქართული ფოლკლორი“.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მივიწყებული ქართული ტრადიციების გახსენება, ეროვნული თვითშეგნების გაღვივება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეების ადათ-წესებს, მათ ზეპირსიტყვიერებას, ტრადიციებს. მოსწავლეებს განუვითარდებათ შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარები.
მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მათს გეოგრაფიულ მდებარეობას, ტრადიციებს, შეისწავლიან ხალხურ სიმღერებს და პოეზიას. შეიქმნება ბუკლეტები, საპრეზენრაციო ფაილები, ვიდეო ფაილი, ელექტრონული ჟურნალი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  საქართველოს გეოგრაფიული ატლასი, საბავშვო ენციკლოპედია, ინტერნეტი, 6 კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ფანდური.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1 აქტივობა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ირჩევს თემას;
2 აქტივობა: მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით კლასს ყოფს 6 ჯგუფად და იგივე პრინციპით უნაწილებს მათ დავალებას, რომელიც ასე გადანაწილდება: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს შემდეგი კუთხეების შესახებ:
I ჯგუფი - ქართლ-კახეთი;
II ჯგუფი - საქართველოს მთიანეთი ( ფშავ-ხევსურეთი და მთა - თუშეთი);
III ჯგუფი - რაჭა-ლეჩხუმი;
IV ჯგუფი - სვანეთი და სამეგრელო;
V ჯგუფი - სამცხე - ჯავახეთი;
VI ჯგუფი - აჭარა და იმერეთი.
3 აქტივობა: მოსწავლეები იძიებენ მასალას აღნიშნული კუთხეების შესახებ. პარალელურად უზიარებენ მასწავლებელს მოძიებულ ინფორმაციას და იღებენ რეკომენდაციას;
4 აქტივობა: მოსწავლეები მოძიებული მასალის მიხედვით ამზადებენ ბუკლეტებს პროგრამა WORD-ში, საპრეზენტაციო ფაილებს პროგრამა POWER POINT-ში,მუშაობის პროცესში იღებენ სურათებს და ამზადებენ ვიდეო ფაილს პროგრამა ANIMOTO- ში, რასაც ათავსებენ  ელექტრონულ ჟურნალში;
5 აქტივობა: მოსწავლეები ახდენენ მათი ნამუშევრების პრეზენტაციას I საფეხურის მოსწავლეებისათვის და ამდიდრებენ მას  საკუთარი შემოქმედებით ( ასრულებენ ქართულ ხალხურ ცეკვებს და სიმღერებს ).
საგნებთან/საგანთა ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ისტ, ბუნება, მუსიკა.
 პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ხათუნა ბაღაშვილი.
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: khatunabagashvili@gmail.com