пятница, 19 июля 2013 г.

გ.დოჩანაშვილის ,,ხმაურიანი ქალაქის" გეგმა

გაკვეთილის თემა
,,ხმაურიანი ქალაქი“
მასწავლებლის სახელი,გვარი
ხათუნა ბაღაშვილი
სწავლების საფეხური,კლასი
I საფეხური, IVკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა,პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები კითხულობენ და იგებენ ტექსტს, ადეკვატურად აღიქვამენ და გადმოსცემენ მის შინაარსს. მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ. ისინი მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა: მოსწავლეები მოიძიებენ ტექსტში  კონკრეტულ ინფორმაციას; აკავშირებენ ერთმანეთს ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს; პოულობენ ტექსტში იმ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს ტექსტის გადმოსაცემად; პარალელს ავლებენ ძველ თბილისსა და თანამედროვე ქალაქს შორის; ამოიცნობენ უცნობ სიტყვებს ილუსტაციების და ანიმაციური ფილმის  დახმარებით. მოსწავლეებს  შეუძლიათ ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის, ორგანიზების დროს.

ესგ-ით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
ქარ.IV.1, ქარ.IV.5, ქარ.IV.8, ქარ.IV.10.
ისტ.V. 6.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები ფლობენ კითხვის ტექნიკას, იცნობენ ძველი თბილისისათვის დამახასიათებელ ელემენტებს, ზოგადი წარმოდგენა აქვთ ქართველ მხატვრებზე. მოსწავლეებმა იციან საქაღალდეების შექმნა, დოკუმენტების სხვადასხვა საქაღლდეში დახარისხება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექ.რესურსები
IV კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა/გამოწვევა.

აქტივობა 1, დრო- 5 წუთი

მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ნაწყვეტს  ანიმაციური ფილმიდან ,,ბომბორა“.
მასწავლებლის კითხვების დახმარებით მოსწავლეები გამოხატავენ თავის შთაბეჭდილებებს ძველი თბილისის სურათებთან დაკავშირებით.

 აქტივობა 2, დრო- 3 წუთი.

მინი ლექცია ნიკო ფიროსმანის შესახებ.

B ფაზა/შინაარსის რეალიზება.

აქტივობა 3, დრო -10 წუთი. სახელმძღვანელოზე მუშობა.

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ხმამაღლა და უცნობ სიტყვებს მოინიშნავენ.   

აქტივობა 4, დრო -4 წუთი.

მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს პროგრამა ,,POWER POINT”-ში დამუშვებულ ილუსტრაციებს თემაზე ,,ძველი თბილისი და ფიროსმანი“  და ამის  დახმარებით ისინი  ხსნიან უცნობ სიტყვებს.

აქტივობა 5, დრო- 4 წუთი.

მოსწავლეები მუშაობენ ტექსტზე და მასწავლებლის მითითებით პოულობენ ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის აღსაწერ გამოთქმებს.

 აქტივობა 6, დრო -4 წუთი.

მოსწავლეები პროგრამა WORD-ში აგებენ ასოციაციურ რუქას თემაზე ,,ძველი თბილისი“.

C ფაზა/ რეფლექსია.

აქტივობა 7, დრო-8 წუთი.

მასწავლებელი შემთხვევით შერჩევის პრინციპით კლასს ყოფს 3 ნაწილად და აძლევს დავალებებს:
I ჯგუფი მუშაობს ძველი თბილისის დამახასიათებელ ელემენტებზე(სახელმძღვანელოს მიხედვით);
II ჯგუფი მუშაობს ნიკო ფიროსმანის დახასიათებაზე (სახელმძღვანელოს მიხედვით);
III ჯგუფი ილუსტრაციის სახით გადმოგვცემს ძველი თბილისის სურათს (სახელმძღვანელოს მიხედვით).

აქტივობა 8, დრო- 7 წუთი.

მოსწავლეები აკეთებენ მათი ნამუშევრების პრეზენტაციას და აჯამებენ გაკვეთილს.


Комментариев нет:

Отправить комментарий