პროექტის სახელწოდება:
,,ქართული
ფოლკლორი“.
პროექტის მთავარი
იდეა (თემა): მივიწყებული ქართული ტრადიციების გახსენება, ეროვნული
თვითშეგნების გაღვივება.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეების ადათ-წესებს, მათ ზეპირსიტყვიერებას,
ტრადიციებს. მოსწავლეებს განუვითარდებათ შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარები.
მონაწილეთა ასაკი:
10-11 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა:
1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები
/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მათს გეოგრაფიულ მდებარეობას, ტრადიციებს, შეისწავლიან
ხალხურ სიმღერებს და პოეზიას. შეიქმნება ბუკლეტები, საპრეზენრაციო ფაილები, ვიდეო ფაილი,
ელექტრონული ჟურნალი.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს გეოგრაფიული ატლასი, საბავშვო ენციკლოპედია,
ინტერნეტი, 6 კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ფანდური.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1 აქტივობა:
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ირჩევს თემას;
2 აქტივობა: მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით
კლასს ყოფს 6 ჯგუფად და იგივე პრინციპით უნაწილებს მათ დავალებას, რომელიც ასე გადანაწილდება:
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს შემდეგი კუთხეების შესახებ:
I ჯგუფი
- ქართლ-კახეთი;
II ჯგუფი
- საქართველოს მთიანეთი ( ფშავ-ხევსურეთი და მთა - თუშეთი);
III ჯგუფი -
რაჭა-ლეჩხუმი;
IV ჯგუფი
- სვანეთი და სამეგრელო;
V ჯგუფი
- სამცხე - ჯავახეთი;
VI ჯგუფი
- აჭარა და იმერეთი.
3 აქტივობა: მოსწავლეები იძიებენ მასალას აღნიშნული
კუთხეების შესახებ. პარალელურად უზიარებენ მასწავლებელს მოძიებულ ინფორმაციას და იღებენ
რეკომენდაციას;
4 აქტივობა: მოსწავლეები მოძიებული მასალის მიხედვით
ამზადებენ ბუკლეტებს პროგრამა WORD-ში, საპრეზენტაციო ფაილებს პროგრამა POWER
POINT-ში,მუშაობის პროცესში იღებენ სურათებს და ამზადებენ ვიდეო ფაილს პროგრამა
ANIMOTO- ში, რასაც ათავსებენ ელექტრონულ
ჟურნალში;
5 აქტივობა: მოსწავლეები ახდენენ მათი ნამუშევრების
პრეზენტაციას I საფეხურის მოსწავლეებისათვის და ამდიდრებენ მას საკუთარი შემოქმედებით ( ასრულებენ ქართულ ხალხურ
ცეკვებს და სიმღერებს ).
საგნებთან/საგანთა
ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ, ბუნება,
მუსიკა.
პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა ბაღაშვილი.
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: khatunabagashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий